ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 4.4 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ნიდერლანდები 2024-2026 წლებში უკრაინას დამატებით 4,4 მილიარდ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების მთავრობა ავრცელებს.

ნიდერლანდების მთავრობის ცნობით, გამოყოფილი თანხა უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.

„უკრაინის ნებისმიერი დამატებითი მხარდაჭერა რეგულარული ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება და დამოკიდებული მინისტრთა მომავალ კაბინეტზე იქნება“, - ნათქვამია ნიდერლანდების მთავრობის ანგარიშში.

ასევე, მთავრობის ანგარიშში მითითებულია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ნიდერლანდებმა უკრაინის დასახმარებლად დაახლოებით 10 მილიარდი ევრო გამოყო.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა