ანა წითლიძე - ათასობით ქართველი გამოსულია თბილისის ქუჩებში, ქართული ოპოზიცია ცდილობს აიძულოს მთავრობა უკან გაიწვიოს „რუსული კანონი“ - „ქართული ოცნების“ პასუხი არის სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები

ათასობით ქართველი გამოსულია თბილისის ქუჩებში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. ქართული ოპოზიცია ცდილობს აიძულოს მთავრობა უკან გაიწვიოს „რუსული კანონი“. „ქართული ოცნების“ პასუხი არის სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევროსაბჭოში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი სტრასბურგში, ევროსაბჭოს პლენარულ სესიაზე იმყოფებიან, სადაც ანა წითლიძე სიტყვით გამოვიდა.

„ძვირფასო კოლეგებო, დარწმუნებული ვარ აქ დემოკრატიის მნიშვნელობა ყველას გვესმის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპა, მთლიანად მსოფლიო და ჩვენი ცივილიზაცია გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას.

და თუ შეკითხვა არის, თუ რატომ გვჭირდება დემოკრატიის მხარდაჭერა, პასუხი მარტივია, რადგან დემოკრატია ნიშნავს მშვიდობას, დემოკრატია ნიშნავს სტაბილურობას, უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებებსა და განსაკუთრებით, დემოკრატია ნიშნავს უარს ომსა და ძალადობაზე.

როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიაზე, მე ვსაუბრობ დემოკრატიის რეალურ, და არა ყალბ სწრაფვაზე. ჩვენ ყველამ ერთად მხარი უნდა დავუჭიროთ დემოკრატიას ყველგან.

რუსეთის აგრესია უკრაინაში და მდგომარეობა ისრაელში, გვახსენებს ჩვენს მოვალეობებს. და ახლა, როდესაც ვდგავარ და ვსაუბრობ თქვენთან, ნება მომეცით მოგიყვეთ რა ხდება საქართველოში.

ათასობით ქართველი გამოსულია თბილისის ქუჩებში რუსული კანონის წინააღმდეგ. ქართული ოპოზიცია ცდილობს აიძულოს მთავრობა უკან გაიწვიოს რუსული კანონი. „ქართული ოცნების“ პასუხი არის სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები.

დეპოლარიზაცია საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა პოლიტიკური პატიმრები - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ციხეში და ეს ევროპის პასუხისმგებლობაცაა.

ანტიდასავლური პროპაგანდა - ეს არის რითაც „ქართული ოცნება“ ქვეყანას მართავს, ცდილობს რუსული გავლენის გაძლიერებას საქართველოში და საზოგადოების გახლეჩას. ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი ოლიგარქიულ სისტემასაა დაქვემდებარებული საქართველოში.

ევროპისა და მსოფლიოსთვის ამ რთულ პერიოდში, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მკაფიო და მტკიცე, რათა მოვლენებს დავარქვათ რეალური სახელები.

საქართველოს ხელისუფლების რეალური სახელი არის ის რომ, ისინი არ არიან დემოკრატიის გზაზე. საქართველოს ხელისუფლება არის ოლიგარქიული სისტემა”, - განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია