ედო ჯავახიძე - ყველა პატრიოტი ადამიანისთვის პროტესტის გამოთქმა „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით უმთავრესი მოქალაქეობრივი მოვალეობაა - ეს კანონი არის რუსული კედელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის

ეს კანონი არის რუსული კედელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ყველა პატრიოტი ადამიანისთვის, დღეს აქ ყოფნა და პროტესტის გამოთქმა „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით არის უმთავრესი მოქალაქეობრივი მოვალეობა, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა ედო ჯავახიძემ, პარლამენტთან აქციაზე.

ედო ჯავახიძის თქმით, ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ კანონს არ მიაღებინებს.

„ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ეცდება რუსული კანონი გაიტანოს და მიიღოს გადაწყვეტილება და ეს ქვეყანა გაცხადებულად, დეკლარირებულად დააყენოს რუსიფიკაციის გზაზე, მაგრამ რა იქნება ამის შედეგი, დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, ადამიანებზე, რომელთა მომავალს პირდაპირ უკავშირდება ამ კანონის მიღება. ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს არის კანონი, რომელიც არის რუსული კედელი ჩვენსა და ევროკავშირს შორის, ეს ხერგავს გზას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ყველა პატრიოტი ადამიანისთვის დღეს აქ ყოფნა, პროტესტის გამოთქმა „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით არის უმთავრესი მოქალაქეობრივი მოვალეობა. მგონია, რომ ჩვენი დამოკიდებულებით, ჩვენი შემართებით არ მივაღებინებთ „რუსულ კანონს“ ქართულ ოცნებას!“, - განაცხადა ედო ჯავახიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს