ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

2024 წლის 15-20 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს.

„ორმხრივი მოლაპარაკებები, ასევე, შედგება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიზიტში მინისტრის თანმხლებ პირებს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია