ანრი ოხანაშვილმა თამარ კორძაიას და ანა ნაცვლიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს თამარ კორძაიასა და „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო სექტორის წევრების გამოსვლებს პასუხობდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ არის რუსული, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა.

„თუკი რამე არის რუსული, თუკი რამე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს და ჩვენი სახელის გატეხას ემსახურება, ეს სწორედ ის განცხადებებია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ გაკეთებული“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა, რასაც თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურნენ და უკმაყოფილება გამოთქვეს.

„პროვოკაციისთვის შემოხვედით, დატოვეთ დარბაზი. მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია. თქვენს შეურაცხყოფებს საზღვარი აქვს. ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ყველგან დავიცავთ“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება