ეკა გიგაური - „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ დასავლეთმა ჩვენზე უარი თქვას, უნდათ მტრის პირისპირ მარტო დაგვტოვონ - დღეს, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს

დასავლელი პარტნიორების დახმარებას „ქართული ოცნება“ შავ ფულს, ჭუჭყიან ფულს ეძახის - მათ უნდათ, რომ დასავლეთმა ჩვენზე უარი თქვას,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე განაცხადა.

ეკა გიგაურის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველო რუსეთთან პირისპირ დატოვოს.

„დიდი მადლობა, რომ აქ ხართ. დღეს ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, ყველას გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატო-ს წევრი, რომ საქართველოში კარგი იყოს ცხოვრება, სტუდენტებს მიეცეთ მაღალი ხარისხის განათლება, გვქონდეს მაღალი ხარისხის ჯანდაცვას, ეს გვინდა, ამისთვის ვიბრძვით.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ შეგვიწყობენ ხელს, რომ ავაშენოთ ეს ქვეყანა, მათ უნდათ, რომ საქართველოში ისევე კარგი ცხოვრება იყოს, როგორც ევროკავშირშია, ეს არის, რაშიც გვეხმარებიან ისინი. მათ დახმარებას „ქართული ოცნება“ შავ ფულს, ჭუჭყიან ფულს ეძახის. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ დასავლეთმა ჩვენზე უარი თქვას, მათ უნდათ, რომ მტრის პირისპირ მარტო დაგვტოვონ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება