პაატა ბურჭულაძე - „ოცნებას“ უკვე ხელი აქვს მოწერილი საქართველოს ღალატზე - ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენი ძალა ერთობაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ

„ოცნებას“ უკვე ხელი აქვს მოწერილი საქართველოს ღალატზე, - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ყველა ერთად უნდა იყოს.

"ჩვენ ვერავინ ვერ მოგვერევა, არც ეს უსაქმურები, არც ეს მოღალატეები. ვერავინ ვერ მოგვერევა, სანამ ერთად ვართ. სანამ გვაქვს რწმენა იმისა, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი და უნდა იყოს ევროპული. მინდა ერთი რამ ვუთხრა საზოგადოებას - ამ "ოცნებასთან" საუბარს და დებატებში შესვლას აზრი არ აქვს. დღეს ყველანი უმტკიცებდა მას რატომ არის ეს კანონი რუსული და ყველაზე იყო პასუხი - კი, მაგრამ რატომ არის? მათ უკვე ხელი აქვთ მოწერილი საქართველოს ღალატზე. ჩვენ უკან არ დავიხევთ, ამიტომ, ვიყოთ ერთად. ერთმანეთს ჩავჭიდოთ ხელი, ჩვენი ძალა ერთობაშია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდება საქართველოს და დიდება გმირებს", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება