ალეკო ელისაშვილი - სახლში მოვარდნენ, მთაწმინდაზე, ნიღბებით, 3-4 ბავშვი იყო - მეზობლებმა გაყარეს, ველოდები ყველაფერს, რადგან ყველაფერზე წამსვლელები არიან

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მის სახლთან რამდენიმე ნიღბიანი არასრულწლოვანი მივიდა.

„ეგრევე სახლში მოვარდნენ, მთაწმინდაზე, ნიღბებით, 3-4 ბავშვი იყო. ძალიან ცუდი რომ ასეთ ასაკში ასეთ რამეს აკეთებენ. დაიწყეს მოხატვა, მე რეაქციაც კი ვერ მოვასწარი, მეზობლებმა ეგრევე გაყარეს. ველოდები ყველაფერს, იმიტომ, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. არაფრის მეშინია, გიჟი არ ვარ. ახლა არის არჩევანი საქართველო იქნება თავისუფალი ქვეყანა თუ შეგვათრევენ რუსეთში. ამას როგორც შემეძლო წინ აღვუდექი და აღვუდგები. არც ხულიგანი ვარ და არც ძველი ბიჭი, უბრალოდ, მე დავიბადე საზიზღარ საბჭოთა კავშირში და მინდა ვიცხოვრო თავისუფალ საქართველოში. როცა ასეთი შანსი გვაქვს გამდიდრების, რაზეც ვოცნებობთ 30 წელი, ევროკავშირის კარი გაგვიღეს და ესენი წიხლით ხურავენ. მეც კაი გავილახე ეგრე კი არაა, 10 კაცი მცემდა. არა უშავს, სისულელეების გამო ვარ ახალგაზრდობაში ხანდახან ნაცემი, საქართველოს გამო რომ მომხვდა, პირიქით, ძალიან მეამაყება“,- განაცხადა ელისაშვილმა “მთავარ არხთან“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე