„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ზუგდიდშიც გაიმართა

“კი ევროპას! არა რუსულ კანონს”, - ამ ლოზუნგით ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი „სკეიტ პარკში“ იყვნენ შეკრებილები.

მათი განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი არა გამჭვირვალობას, არამედ რუსეთის ინტერებს ემსახურება და ხელს უშლის ევროინტეგრაციას.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა მსვლელობაც მოაწყვეს. ისინი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდნენ. აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან განცხადებები გააკეთეს, მოგვიანებით კი, "ქართული ოცნების“ ოფისთანაც გადაინაცვლეს.

ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე