მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილზე - ყველას ვთხოვ, თავი დაანებეთ, პირიქით, დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს და ეს ქვეყნის აყირავებაში არ გამოიყენოს

მთელ ქვეყანას მოვუწოდებ, იმ ასეულობით ადამიანს, რომელმაც მომწერა „რა ვუყოთ?“ - რა უნდა უყოთ, დაანებეთ თავი. მაგათ უნდათ ახლა, რომ მაგაზე იყოს თავდასხმა, მაგათ უნდათ, რომ რაღაცა მოეწიოს იმ უბედურს და იყოს მსხვერპლი. ყველას ვთხოვ, ვინც კი მომისმენს და მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს და ეს ქვეყნის აყირავებაში არ გამოიყენოს. ის რომ ტუტუცია და არაკაცია, ამის გარდა ტვინი არ აქვს თავში და მაგდენსაც ვერ ხვდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ალეკო ელისაშვილის თაობაზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ახლა არის საფრთხე, რომ ალეკო ელისაშვილი ვიღაცამ ამოირჩიოს სამიზნედ და მოუწოდებს მას თავს გაუფრთხილდეს, რათა მსხვერპლად არ გამოიყენოს ვინმემ.

„იმ სიბინძურეს, იმ არაკაცობას რაც დღეს აქ ვნახეთ, ჩვენ კაცები ვართ და ქართველები ვართ და შინაგან კულტურასთან ერთად სხვანაირად გვიჩქეფს სისხლი, ამასაც პასუხი გაეცემა, ოღონდ თავს გაუფრთხილდეს ყველა, მუქარად არ ჩათვალოს ვიღაცამ, მართლა მინდა ეს განცხადება გავაკეთო, იმდენი ცუდი რაღაც ხდება, რომ თავს გაუფრთხილდეს ყველა მსხვერპლად არ გამოიყენოს ვიღაცამ. ახლა არის საფრთხე, არაერთმა მომწერა და მითხრა ეს ამბავი. ახლა არის საფრთხე, რომ ვიღაცამ ობიექტად ამოარჩიოს, თავს გაუფრთხილდეს, რომ ვიღაცამ არ ამოირჩიოს სამიზნედ, თორემ მე წავცხებ ერთს, როცა იქნება კისერში და დამთავრდება მაგით შეიძლება ყველაფერი და გულში ჩადება შეიძლება არ ვიცოდე რაღაცების, იმ არაკაცობისთვის, მაგრამ სამიზნედ არ ამოირჩიოს ვიღაცამ ვიღაცა და მერე ამ სიბინძურეშიც არ გაეხვიოთ ენჯეო სექტორი დამიჯერეთ წინასწარ გეუბნებით. მე პრევენციისთვის ვაკეთებ გულწრფელად ამ განცხადებას“, - აღნიშნა მდინარაძემ, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს