მამუკა მდინარაძე - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვეხვეწებით ოპონენტებს, "ენჯეოებს", რომ ერთი არგუმენტი თქვან, რა არის ისეთი, რაც არ არის სხვაგან - არცერთი ასეთი პუნქტი მათ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა

ვეხვეწებით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩვენს ყველა ოპონენტს, ყველა "ენჯეოს", რომ ერთი რაიმე არგუმენტი ეთქვათ იმასთან დაკავშირებით, რა არის ისეთი, რაც ქართულ და "რუსულ კანონებს" ერთმანეთს ამსგავსებს და ეს არ არის სხვაგან. არცერთი ასეთი პუნქტი მათ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა - ისინი ახალგაზრდებს და საზოგადოებას ატყუებენ, ცდილობენ, რომ საზოგადოების მღელვარება ხელოვნურად გამოიწვიონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, "რეალურად, საუკუნის აფიორას შარშანაც და წელსაც ჰქვია რუსული კანონი".

"უამრავი არგუმენტი იყო, გარდა რეალურის, რატომ არის თავად კანონი ცუდი, რომელი მუხლი, რომელი პუნქტი? არცერთ ამ კითხვაზე ჩვენ პასუხი არ მიგვიღია. ვეცადე ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამეცა და საზოგადოებისთვის მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში, მიმეწოდებინა სრული ამომწურავი ინფორმაცია. ვნახეთ დაგეგმილი შეკვეთილი პროვოკაციაც, ვნახეთ ქურდული მიპარვაც და ხელების ქნევაც. ეს სიბინძურეებიც ვნახეთ. ეს კანონი მართლაც რუსული ხომ არ არის? ვეხვეწებით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველა ჩვენს ოპონენტს, ყველა "ენჯეოს" წარმომადგენელს, რომ ერთი რაიმე არგუმენტი ეთქვათ იმასთან დაკავშირებით, რა არის ისეთი, რაც ქართულ და რუსულ კანონებს ერთმანეთს ამსგავსებს და ეს არ არის სხვაგან. არცერთი ასეთი პუნქტი მათ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. გარდა ამისა, "ქარდების" დონეზეც ჩავედით. აბსოლუტურად ყველა ანალოგიასთან დაკავშირებით ჩემი განმარტებები გავაკეთე. არცერთ მათგანზე საპირისპირო არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ისინი ახალგაზრდებს და საზოგადოებას ატყუებენ, ცდილობენ, რომ საზოგადოების მღელვარება ხელოვნურად გამოიწვიონ. რეალურად, საუკუნის აფიორას შარშანაც და წელსაც ჰქვია რუსული კანონი. სინამდვილეში ეს გამჭვირვალობის კანონია და მათი ბრძოლა შავი ფულისთვის.

კონკრეტული აქტორები ჰყავთ. აქ დაგეგმილი პროვოკაციებიდან დაწყებული გარეთ გადატანილი, ამას ვიღაცები დირიჟორობენ. რა თქმა უნდა, იქ გულწრფელი ადამიანებიც იქნებიან, რომლებმაც დააჯერეს, შეიძლება ეს ძალიან ბევრი არ იყოს, მაგრამ რომლებიც ახლა ფიქრობენ, რომ სამშობლოს იცავენ.

მე მკითხეს, რატომ აიტკივეთ აუტკივარი თავიო. იმიტომ, რომ კიდევ უფრო დიდი თავის ტკივილი უნდა მომხდარიყო ოქტომბერში. ამის ინფორმაციები ცალკე იყო, ცალკე გაუმჭვირვალობა იყო", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო