მამუკა მდინარაძე - ვინ გადაუხადა, თვითონ ალეკო ელისაშვილმა ილაპარაკოს ამაზე

ვინ გადაუხადა თვითონ [ალეკო ელისაშვილმა] ილაპარაკოს ამაზე, თორემ მაგ კაცს არაფერი პატრიოტული და არაფერი გულისამაჩუყებელი, თვითონ რომ უყუჩდება ხოლმე ვითომ და ძალით ვაჟკაცობს, ასეთი არაფერი გააჩნია, ყველამ ნახეთ. ასეთი ლაჩრული საქციელი, ალბათ, კაცს ვერ წარმოუდგენია დედამიწის ზურგზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მას ასეთი არაკაცური არაფერი უნახავს.

"ასეთი არაკაცური არაფერი მინახავს, ასეთი მიპარვით, ქურდული რაღაცა, ასეთი ლაჩრული მიპარვა ადამიანზე, ამაზრზენია. მე მგონი, ერთადერთი, რამაც გააბედვინა, ეს არის, რომ პოლიტიკოსის თმენის ვალდებულება აქვს, თორემ გუშინ არ გავუცნივარ და ამას ვერ გაბედავდა ნამდვილად. ნუ, რას ვიზამთ, პოლიტიკოსებს ასეთი რაღაცების ატანა გვიწევს, როგორც ჩანს. მტკიცებულებაც გავახმოვანე, თქვენმა კოლეგებმა ოპოზიციური ტელევიზიების წარმომადგენლებმა ის "მესიჯი" იციან დეტალურად, რა მტკიცებულებაც [აჩვენებს], როგორ მოდიოდა პირადად ჩემზე მსგავსი დაკვეთა. ეს დაკვეთა ვერ შეასრულა სხვამ და შეასრულა ალეკო ელისაშვილმა. მტკიცებულებაა ამისი. ალბათ, არ ეგონა, ასეთი "მესიჯი" თუ მოწერილი იქნებოდა ჩემთან. ვინ გადაუხადა თვითონ ილაპარაკოს ამაზე, თორემ მაგ კაცს არაფერი პატრიოტული და არაფერი გულისამაჩუყებელი, თვითონ რომ უყუჩდება ხოლმე ვითომ და ძალით ვაჟკაცობს, ასეთი არაფერი გააჩნია, ყველამ ნახეთ. ასეთი ლაჩრული საქციელი, ალბათ, კაცს ვერ წარმოუდგენია დედამიწის ზურგზე", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ელისაშვილმა მდინარაძეს ხელი გაარტყა.

ამის შემდეგ, დარბაზშივე, ალეკო ელისაშვილს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ