უკრაინა და ნორვეგია უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ

უკრაინა და ნორვეგია უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ნორვეგია უკრაინას გრძელვადიან სამხედრო, პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გაუწევს“, - განაცხადა ესპენ ბარტ ეიდემ.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ვოლოდიმირ ზელენსკი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტიორე მომავალი შეხვედრისას გააფორმებენ.

უკრაინის პრეზიდენტისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის მომავალი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება