იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის 3 კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს

დღეის მდგომარეობით, არ არსებობს არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელთა მიმართებაშიც რაიმე არსებითი კითხვის ნიშნები დგას ჩვენს საქმიანობაში - მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადოთ ინსტიტუციიდან პოლიტიკის დაცლა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის 3 კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს.

კალანდარიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატები კანდიდატებს მათ მიერ განვლილ საქმიანობასა და ცესკოს მიღწევებზე დაყრდნობით შეაფასებენ.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადოთ ინსტიტუციიდან პოლიტიკის დაცლა. დღეს ისედაც მისი დაკომპლექტების კონტექსტში 17 კომისიის წევრი არის წარმოდგენილი, საიდანაც 9 სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი არის. ისედაც მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობა არის ინსტიტუციაში უზრუნველყოფილი, მაგრამ ადამიანები, რომელთა შეფასება და არჩევა პროფესიულად ხდება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ მაღალი სტანდარტი დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისაგან გათავისუფლების. რა თქმა უნდა, იმედს გამოვთქვამ, რომ საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლების მხრიდან ჩვენი, თითოეული მათგანის შეფასება მოხდება განვლილი საქმიანობით, იმ მიღწევებით, რომელიც ინსტიტუციას გააჩნია და რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ კრიტერიუმებთან თანხვედრას, რომელიც ხაზს უსვამს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ და ნეიტრალურ საქმიანობას. მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, არ არსებობს არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელთა მიმართებაშიც რაიმე არსებითი კითხვის ნიშნები დგას ჩვენს საქმიანობაში“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი, ხოლო ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურებია წარდგენილი.

„საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სამ ეტაპიანია. კერძოდ, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა