კორეის რესპუბლიკაში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობს, ხოლო კორეის რესპუბლიკის მხრიდან - ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ფეომინ რიუ.

გენადი არველაძის განცხადებით, შეხვედრა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მოლაპარაკებების პროცესს. მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის მაისში ქვეყნებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე დასკვნითი რაუნდი იქნება.

მინისტრის მოადგილის თქმით, კორეის მხარესთან მოლაპარაკებები უკვე გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა საქონლით და მომსახურებით ვაჭრობა; ტელეკომუნიკაციები და ციფრული კომერცია; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; საბაჟო საკითხები და ეკონომიკური თანამშრომლობა.

„კორეის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია აზიის რეგიონში. ეს ქვეყანა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო, მინერალური წყლები, სასურსათო პროდუქცია. ამასთან, ჩვენ ველოდებით უფრო აქტიურ თანამშრომლობას ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სექტორებშიც, მათ შორის, ტურიზმში, სამოქალაქო ავიაციაში, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სხვ. მოველით, რომ შეთანხმება თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის საქართველოსთვის და კორეის რესპუბლიკისთვის“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორმხრივი შეხვედრა 17 აპრილს დასრულდება, მიმდინარე წლის მაისში კი, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება.

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში, საქართველოში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა, რომლის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, კერძოდ, თითქმის სრულად იქნა მიღწეული შეთანხმება რამდენიმე მნიშვნელოვან თავზე.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა