სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა

სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა. ორთაჭალაში, გორგასლის ქ.53 ში მდებარე ფილიალის რეკონსტრუქციით კომპანიამ მომხმარებელს, კიდევ უფრო კომფორტული და მის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული ფორმატი შესთავაზა.

განახლებული ფილიალი პირველივე ნახვით ხიბლავს ყველა მისულ მომხმარებლს, თავისი გამორჩეული დიზაინით, გამარტივებული ყიდვის პროცესებით, განახლებული ასორტიმენტით და მისთვის დამახასიათებელი კარგი ფასებით.

„მოხარულები ვართ, გაცნობოთ ჩვენი განახლებული კონცეფციის შესახებ, რომელიც კიდევ უფრო მეტად არის კონცენტრირებული მომხმარებლის სურვილებზე. ვრჩებით ფორმატში „სახლთან ახლოს“ და ვცდილობთ მცირე ზომის ფილიალებში მომხმარებლისთვის ყოველდღიური შესყიდვები კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ. განახლდა პირველ რიგში ბრენდის ვიზუალური საკომუნიკაციო იდენტობა. შეიცვალა ინტერიერ-ექსტერიერი. გადაიხედა და დაიხვეწა ასორტიმენტი. დაემატა ადგილზე გამომცხვარი პურ-ფუნთუშეული, ადგილზე დასალევი ცხელი ყავა. აქცენტი გაკეთდა ფრეშ პროდუქტებზე.

აქვე, რა თქმა უნდა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დამატებითი ინვესტიციებისა, არ ვკარგავთ ჩვენ მთავარ პრივილეგიას, ის რითიც გამოვირჩევით სხვა დანარჩენებისგან და ასე ვუყვარვართ ჩვენს მომხმარებელს - ეს არის კარგი ფასები და ბევრი აქციები. მომხმარებლისთვის საფასო პოლიტიკა არ იცვლება და კვლავინდებურად ვთავაზობთ მეტ ასორტიმენტს უკეთეს ფასად.

გვჯერა, რომ ჩვენი სიახლეებით სასიამოვნოდ გავაოცებთ მათ ვინც აქამდეც ჩვენი ერთგული მომხმარებლები იყვნენ და დიდ მოწონებას დავიმსახურებთ მათშიც, ვინც აქამდე ვერ ახერხებდა ჩვენთან სტუმრობას. ველოდებით ყველას, ვისთვისაც კომფორტულ, დახვეწილ და სასიამოვნო გარემოში ყოველდღიური შესყიდვა მნიშვნელოვანია” - თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენთან შეიძენთ მეტს - განაცხადა სუპერმარკეტ „ლიბრეს“ გენერალურმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ.

ინფორმაციისთვის, ბრენდი სამომავლოდ სწორედ განახლებული კონცეფციით აპირებს ოპერირებას და ყოველ ახალ ფილიალს ამ სტანდარტით გახსნის. ასევე კომპანიაში აცხადებენ რომ წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკით მოხდება უკვე მოქმედი ფილიალების განახლებაც.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს