პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე გავა

ახლა, ფაქტობრივად, მოწმეები ვართ დეზინფორმაციული შტურმისა ქართულ საზოგადოებაზე, სადაც კვლავ ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი. ამ პროცესს თავისი აღწერაც აქვს, ამას ჰქვია დოგმატიზმი, სადაც ნაცვლად არგუმენტების წარმოდგენისა, მოსაზრება მიეყიდება საზოგადოებას როგორც არგუმენტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

მისივე განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით უცხოელი აქტორებისგანაც დოგმატურ არგუმენტებს ვისმენთ.

„მგონი საზოგადოება გუშინ დარწმუნდა იმაში, რომ არის მცდელობა ყვირილით გადაფარონ მსჯელობა. ჩვენ ახლა, ფაქტობრივად, მოწმეები ვართ დეზინფორმაციული შტურმისა ქართულ საზოგადოებაზე, სადაც კვლავ ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი. ამ პროცესს თავისი აღწერაც აქვს, ამას ჰქვია დოგმატიზმი, სადაც ნაცვლად არგუმენტების წარმოდგენისა, მოსაზრება მიეყიდება საზოგადოებას როგორც არგუმენტი. ყველაფერი ეს არის დოგმით მსჯელობა და როდესაც აღარ შემოდიან არგუმენტში. გუშინ 9 საათის განმავლობაში ბატონი მამუკა მდინარაძე სვამდა მთავარ კითხვას. იმისთვის, რომ გამოავლინო დოგმატური არგუმენტები და დოგმატიზმი არსებობს ერთი მარტივი ხერხი, ეს არის ერთი მარტივი კითხვა - რატომ? როდესაც ამ რატომზე არ არის არგუმენტირებული პასუხი, ესე იგი ჩვენ საქმე გვაქვს დოგმასთან, რწმენასთან, რომელიც უნდათ წარმოადგინონ როგორც არგუმენტი. გუშინ ისმოდა კითხვა რატომ? მაგრამ პასუხი ამაზე ვერ გასცეს. ერთადერთი, რაც ადასტურებს, რომ დოგმასთან გვაქვს საქმე, პასუხი იყო, იმიტომ, რომ უცხოეთში ვიღაცას არ მოსწონს. ხომ ეს იყო ერთადერთი პასუხი? კი, მაგრამ ბრიუსელი ხომ გეუბნება არას? ვაშინგტონი ხომ გეუბნება არას? ქვეყანას სხვადასხვა ეტაპი აქვს გამოვლილი თავის ცხოვრებაში და ამ ხალხსაც გამოვლილი აქვს. ჩვენ ბოლო 30 წელია ერთი რამე ვიცით, მთავარია რას ამბობს ქართველი ხალხი და არა რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი. როდესაც ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებზე, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, როდესაც ვეკითხებით რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი, გვეუბნებიან, რომ იმიტომ, რომ თქვენგან საზოგადოების რაღაც ნაწილს არ უნდა. რატომ არ უნდა? იმიტომ, რომ არ უნდა. ვეუბნებით საზოგადოების ამ ნაწილს რატომ არ გინდათ? იმიტომ, რომ უცხოელები გვეუბნებიან, არ მიიღოთო. ანუ, ასეთი ურთიერთმითითება მიდის. შეგახსენებთ, ზუსტად იგივე ხერხი იყო გამოყენებული ე.წ. ვეტინგის დროს. ვეკითხებით არასამთავრობოების ნაწილს რატომ უნდა იყოს [ვეტინგი], გვეუბნებიან, იმიტომ, რომ უცხოეთიდან გვეუბნებიან, რომ ვეტინგი ჩაატარეთო. ვეკითხებით უცხოელებს, რატომ უნდა ჩავატაროთ, გვეუბნებიან იმიტომ, რომ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენო. აი ამ რატომზე როდესაც არ არის არგუმენტი არამედ, მითითებაა რაღაც ე.წ ავტორიტეტებზე, აქ ჩანს, რომ სინამდვილეში ახლა არის მცდელობა, რომ ჩვეულებრივი დოგმატიზმით აუკრძალონ საზოგადოებას აზროვნება. მაგრამ ვხედავთ, რომ საზოგადოებამ ეს ეტაპი გამოიარა და ძალიან კარგად ხედავს, რომ მსჯელობის ალტერნატივა არ არსებობს. დოგმებით საუბარი და არგუმენტირებული განსჯის ჩახშობა, აღარ გამოუვათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე გავა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო