ირაკლი ზარქუა - კვლავინდებურად ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა უნდოდათ, ჰქონდათ მცდელობა, ისევ სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გაელაშქრათ, ცალ ფეხზე მდგარიყვნენ საგარეო დაკვეთის შესასრულებლად - ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს, ესეც ჩაივლის

ბატონი ქადაგიძე დანარჩენ უსამშობლოებთან ერთად, არის ის ადამიანი და ლიდერები, ვინც ხელმძღვანელობდნენ [აქციას], არიან ის ადამიანები, რომლებსაც ამ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა უნდოდათ კვლავინდებურად და ბოროტად გამოეყენებინათ მათი ნდობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, გიორგი ქადაგიძის მოწოდებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილებს პარლამენტისთვის წრის დარტყმისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, მთავარია ის, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობას სურს, გამჭვირვალე იყოს საზღვარგარეთიდან არასამთავრობოების და მედია-ორგანიზაციებისთვის შემოსული დაფინანსება.

„ე.წ. ლიდერებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ისევ სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გაელაშქრათ, ისევ ცალ ფეხზე მდგარიყვნენ საგარეო დაკვეთის შესასრულებლად და ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს, როგორც იმ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა - ესეც ჩაივლის. მთავარი ის არის, რომ ქართველი ხალხის ნებაა, ღია და გამჭვირვალე იყოს თითოეული ცენტი, რაც დაიხარჯება, როგორც მედიაში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვართ ევროპულობის მომხრე, ევროპელობა ნიშნავს ღიაობას და გამჭვირვალობას. 20 პროცენტზე მეტი ვისაც ექნება საგარეო დაფინანსება, ბუნებრივია, მოუწევთ მათ დეკლარირება - ეს არის და ეს." - განუცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა