შალვა პაპუაშვილი - ყველაზე მარტივია, NED-ის ყველა პროექტი გაასაჯაროონ, ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? ხომ ამბობენ, რომ ქართველი ხალხის სიკეთისთვის აკეთებენ ამას, არაფერი დასამალი არაა და ეს მეგობრული ფულია - რატომ არის საჯაროობის შიში?

ყველაზე მარტივი არის, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) ყველა პროექტი გაასაჯაროონ. ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? ხომ ამბობენ, რომ ქართველი ხალხის სიკეთისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს, არაფერი დასამალი არაა და ეს მეგობრული ფულია. რატომ არის საჯაროობის შიში? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ექვსი განცხადების გაკეთების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა, გააკეთონ ის, რაც მათზეა დამოკიდებული - გაასაჯაროონ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) ყველა პროექტი.

„ყველაზე მარტივი ხომ არის, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) ყველა პროექტი გაასაჯაროონ. ის დაფინანსებულია აშშ-ის ბიუჯეტიდან, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი იქნება ამ საკითხებში ჩართული. ექვს განცხადებას, უფრო მარტივი არაა, თქვან, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და აი, აქ დევს NED-ის დაფინანსება. რატომ არ ასაჯაროებენ? ხომ უმარტივესი კითხვაა? ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? ხომ ამბობენ, რომ ქართველი ხალხის სიკეთისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს, არაფერი დასამალი არაა და ეს მეგობრული ფულია. რატომ არის საჯაროობის შიში? ეს ყველაფერი არის არა არგუმენტები, არამედ დოგმები, რომ გადაგვახვევინებს თუ არა [ევროინტეგრაციის გზიდან]. წარმოდგენაც კი შეუძლებელია, საერთოდ როგორ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში, რომ ასეთ მარტივ ჭეშმარიტებებზე გვიწევს საუბარი, რომ რაღაც იყოს საჯარო. გუშინ კომიტეტის სხდომაზე ხომ ვნახეთ, რომ ყველა თანხმდება, რომ უნდა იყოს საჯარო - ყველა თანხმდება, ენჯეოებიც და ოპოზიციაც. მეორე კითხვა - რატომ არ არის საჯარო? ექვსი განცხადების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა, გააკეთონ ის, რაც მათზეა დამოკიდებული. კანონის მიღება ან არ მიღება ხომ არ არის მათზე დამოკიდებული. მათზეა დამოკიდებული ის, რომ თქვან, ყველაფერი არის გამჭვირვალე, - აი, ეს არის NED-ის დაფინანსება. სხვათა შორის, ეს ფონდი პირადად მე რამდენჯერმე დამპირდა, რომ გაასაჯაროებდა ამას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია