შალვა პაპუაშვილი - გვეუბნებოდნენ, რომ თუ სააკაშვილს არ გავუშვებდით საზღვარგარეთ, დაიკეტებოდა გზა ევროკავშირისკენ - სააკაშვილი ციხეშია, საქართველო კანდიდატი ქვეყანაა

გვეუბნებოდნენ, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორიც, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ გავუშვებდით საზღვარგარეთ, დაიკეტებოდა გზა ევროკავშირისკენ. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, თუ ხელისუფლება იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებში, რომელიც ევროპელი ხალხია, მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ იქნება ღია, ხოლო თუ ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მაშინ ევროპის გზაც დაიკეტება და ამ ქვეყანას რა ბედი ეწევა, არავინ იცის.

„ჩვენ თუ გავაკეთებთ იმას, რაც კარგი იქნება ქართველი ხალხისთვის, რომელიც არის ევროპელი ხალხი, ჩვენი გზა ევროპისკენ იქნება ღია. ჩვენ თუ გავაკეთებთ იმას, რაც არის ცუდი ქართველი ხალხისთვის, რომელიც არის ევროპელი ხალხი, ჩვენი გზა ევროპისკენ დაიხურება. გვეუბნებოდნენ, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორიც, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ გავუშვებდით საზღვარგარეთ, დაიკეტებოდა გზა ევროკავშირისკენ. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.

მეორე - გვეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავუწესებთ რუსეთს სანქციებს და ზოგი ამას დღესაც გვეუბნება, დახურულ კარს მიღმა ამაზე კიდევ მიდის მსჯელობა. რადიკალური ოპოზიციაც კი შეთანხმდა იმაზე, რომ სანქციების დაწესება ნიშნავს საქართველოს ინტერესების ღალატს, სამხედრო დაპირისპირების რისკს და ეკონომიკურ კოლაფსს. ზოგიერთი გვეუბნებოდა, რომ ეს არის ევროკავშირისკენ შემდგომი წინსვლის წინაპირობა. არ დავაწესეთ - კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ამიტომ, „ამბობენ“ ერთია, მაგრამ ჩვენ თუ ვიმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესებში, რომელიც არის ევროპელი ხალხი, მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ იქნება ღია, ხოლო თუ ხალხის ინტერესების წინააღმდეგ ვიმოქმედებთ, მაშინ ევროპის გზაც დაიკეტება და ამ ქვეყანას რა ბედი ეწევა, არავინ იცის. სააკაშვილი რომ გაგვეშვა, სანქციები რომ დაგვეწესებინა, რა იტრიალებდა დღეს თბილისის ქუჩებში, გვიპასუხონ მათ, ვინც ამისკენ მოგვიწოდებდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე