ლაშა ტყეშელაძე - კადრებში კარგად ჩანს სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, პოლიციელები დაკავებისას მოქალაქეებს ურტყამდნენ ხელს, ფეხს

კადრებში კარგად ჩანს სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება. პოლიციელები, რომლებიც აკავებდნენ მოქალაქეებს - ურტყამდნენ ხელს, ფეხს. ისინი ცდილობენ შეაშინონ, იძალადონ მოქალაქეებზე, რომ თავისუფალი ნება ვეღარ გამოხატონ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ, 15 აპრილის აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, შსს მათ არ ეუბნებოდნენ, სად გადაჰყავდათ დაკავებულები, თუმცა, თავიანთი ძალებით გაარკვიეს, რომ ზოგიერთი მათგანი თბილისში, ზოგი ზაჰესში, ზოგიც კი რეგიონში გადაიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ გვეუბნებოდნენ, თუ სად ჰყავდათ დაკავებულები, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ძალით გავარკვიეთ, რომ დაკავებულები გადაყვანილი ჰყავთ სხვადასხვა იზოლატორში - ზოგი თბილისში, ზოგი ზაჰესში, ზოგიც რეგიონში. ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში, ძალიან კარგად ჩანს უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობით. კადრებში ჩანან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებს აკავებდნენ, ურტყამდნენ ხელს, ფეხს. ამ ყველაფერზე უნდა დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართალწარმოება, მაგრამ როგორც ყოველთვის ისინი არ დაიწყებენ, რადგან ეს ყველაფერი არის ერთი სისტემა, მათ ჰყავთ ერთი მმართველი და ცდილობენ, რომ ადამიანები არამხოლოდ დააკავონ, არამედ შეაშინონ, მათზე იძალადონ, რომ თავისუფალი ნება ვეღარ გამოხატონ, რომელიც მათ აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული“,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ბოლო ოფიციალური ცნობებით, პოლიციამ 14 პირი დააკავა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს