არჩილ თალაკვაძე - მე ალეკო ელისაშვილს ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო! - ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე!

ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე! - მას ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო! - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, როცა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა.

„მინდა გამოვეხმაურო, გუშინ, საკომიტეტო მოსმენაზე მომხდარ ფაქტს. ცხადია, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა. ძალადობის ამ ფაქტმა სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარეს. მამუკა მდინარაძემ ამ აგრესიასა და თავდასხმას უკვე უპასუხა ღირსეულად. აჩვენა, რომ ქვეყანა არის უპირველესი და ის, რაც ჩვენ გვევალება და ამომრჩეველმა დაგვავალა, არის უპირველესი. არა პირადი ემოციები, არა აგრესია, არა თავზე კონტროლის დაკარგვა, არამედ ღირსება, სიმშვიდე და პროფესიონალიზმი არის უპირველესი. მან უკვე გასცა ამას პასუხი, მაგრამ მეც მინდა გამოვეხმაურო მომხდარს. ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე. რა მაგალითი მისცა ალეკო ელისაშვილმა ბავშვებს, როგორ დარჩება ეს ფაქტი ისტორიაში, რა მაგალითი მისცა ჩვენს მტრებსაც, ვისაც პარლამენტის ასეთი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ნამდვილად გაუხარდებათ? მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო!“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგენდა, „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტრიბუნასთან მივარდა და მას ხელი დაარტყა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ