„პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი - კანონი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს „აგენტებად“ შერაცხავს და მეგობრებს „მტრებად“, არის ბოროტი კანონი - ის მედიის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას გაანადგურებს

კანონი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს „აგენტებად“ შერაცხავს და ჩვენს მეგობრებს „მტრებად“, არის ბოროტი კანონი, - ამის შესახებ გამოცემა „პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს სხვადასხვა ონლაინ გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორებიც აპროტესტებენ.

ლიკა ზაკაშვილის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საქართველოში მედიის დამოუკიდებლობას შეზღუდავს.

„ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ბოროტების მომტან კანონს, ჩვენ ვართ ჟურნალისტები. როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ ხვალ საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთის ინტერესების გამტარებლად მომნიშნოს, ვის მოუნდება ჩვენთვის თავიანთი პრობლემების, თავიანთი ტკივილის, იმ წინააღმდეგობის გაზიარება, რომელსაც ყოველდღე აწყდებიან სახელისუფლებო უწყებებთან დაკავშირებით?! გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის გამოწვევები აქვთ მოქალაქეებს. ამიტომ, ეს არის საქართველოში დამოუკიდებელი მედიის, სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი - კანონი, რომელიც გაანადგურებს მედიის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას საქართველოში",-განაცხადა ზაკაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტში ონლაინ მედიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, ლიკა ზაკაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას მედიის კრიტიკული კითხვების ეშინია.

„ისინი პარლამენტს რუსული წესებით მართავენ. მსგავსი რამ საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, არცერთი პარლამენტის თავმჯდომარეს არ მიუღია. ეს არის სამარცხვინო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, მართლაც სამარცხვინო ფურცელი იქნება ამ მოწვევის პარლამენტის ისტორიაში ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ზაკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები და სხვადასხვა ონლაინ გამოცემის ჟურნალისტები, რედაქტორები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის