ლაშა ფარულავა - ხელისუფლებას მოუწევს უკან წაიღონ „რუსული კანონი“ - დარწმუნებული ვარ, ის კეთილდღეობა, რომელიც ევროპაშია, ექნება ყველას და არა ერთეულებს

ხელისუფლებას მოუწევს უკან წაიღონ „რუსული კანონი“. დარწმუნებული ვარ, ის კეთილდღეობა, რომელიც ევროპაშია, ექნება ყველას და არა ერთეულებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ლაშა ფარულავას განცხადებით, მათ არ სურთ საქართველოში საბჭოთა ინსტრუმენტების დაბრუნება.

„ხელისუფლებას მოუწევს უკან წაიღონ „რუსული კანონი“. დარწმუნებული ვარ, ის კეთილდღეობა, რომელიც ევროპაშია, ექნება ყველას და არა ერთეულებს. რა არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება? რატომ შემოიტანეს ეს კანონი? კანონი საბჭოთა სისტემის რესტავრაციას ახდენს. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაბრუნდეს საბჭოთა ინსტრუმენტები. მათ მონიტორინგის ქვეშ დასმენის ინსტიტუტი შემოაქვთ. ამას ახდენენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მათ მიმართ, ვისაც ყველაზე მეტი აქვთ გაკეთებული საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის. სწორედ ამ ორგანიზაციებს დევნიან, იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციების, მათი შრომის დამსახურებით, საქართველო მივიდა ევროკავშირის კართან და ახლა ამ კართან გვეღობება ივანიშვილის პარტია. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი აქვს ჩვენს საზოგადოებას - დავდგეთ ერთად, ვიყოთ შეკრულები და ამ მშვიდობიან ბრძოლაში გავიმარჯვოთ. ყველზე მთავარი - ჩვენ გვინდა ევროპა ყველასთვის, მათ შორის მათი შვილებისთვის, ხოლო ამ ადამიანებს უნდათ კეთილდღეობა საკუთარი თავისთვის, ივანიშვილის ჯგუფისთვის. ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავთმოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და მე დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!“- განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის