ილია დარჩიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს, ჩენ ჭოუს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მაღალი დინამიკა და მჭიდრო პარტნიორობა.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შექმნილი ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობაზე, რომლის ერთ-ერთ ხელშესახებ შედეგს ორ ქვეყანას შორის 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს.

ჩინეთის მხარემ ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე და თანმიმდევრულ პოზიციას ერთიანი ჩინეთის პრინციპის მხარდაჭერის მიმართ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს