აკაკი ბობოხიძე - „ქართული ოცნება“ მუდმივად შეგვიქმნის პრობლემებს დასავლური ინტეგრაციის გზაზე, თუ შემოდგომაზე, არჩევნების გზით ხელისუფლებიდან არ გავუშვით

ისინი მუდმივად შეგვიქმნიან პრობლემებს დასავლური ინტეგრაციის გზაზე, თუ არ გავუშვით შემოდგომაზე, არჩევნების გზით ხელისუფლებიდან, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ხალხის მთავარი მიზანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს.

"მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც "ევროპული საქართველო" კარგა ხანია აცხადებს. "ქართული ოცნებისთვის" ანტიდასავლურ მოქმედებებში და გზაზე არ არსებობს დაბრკოლება. ის თავისი არსით არის ანტიდასავლური პარტია. ისინი მუდმივად შეგვიქმნიან პრობლემებს დასავლური ინტეგრაციის გზაზე, თუ არ გავუშვით შემოდგომაზე, არჩევნების გზით ხელისუფლებიდან. ხალხის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება და არადასავლური, პრორუსული ძალების არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ჩამოშორება", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები აქციას მეორე დღეა მართავენ. აქციაზე მყოფები აპროტესტებენ კანონპროექტს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც იურიდიულმა კომიტეტმა გუშინ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო