სოზარ სუბარი - პატივცემულ მილერს და ქართული სასამართლოს „დაუძინებელ მეგობრებს“ ავიწყდებათ, რომ მათ ქვეყანაში სასამართლოს მიმართ ნდობა მინიმალურია, ქართული სასამართლო კი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება, ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საქართველომ ისინი უნდა დასაჯოს.

როგორც სუბარი სოციალურ ქსელში წერს, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი მოთხოვნისა, ამერიკულმა მხარემ ამ მოსამართლეების რაიმე სახის დანაშაულის ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რის გამოც მათ სანქცირება მოხდა. ამასთან, თვალსაჩინოებისთვის სოზარ სუბარი აქვეყნებს ქართული და ამერიკული სასამართლოს ნდობის რეიტინგებს.

„გუშინ ღამით, სახელმწიფო დეპარტამენტიდან მორიგი დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი ბრალდებები გაჟღერდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, როგორც პატრონმა მონას, ვასალმა ყმას, სწორედ ამ ტონალობაში მოგვიწოდა დავიჭიროთ და დავსაჯოთ ქართველი მოსამართლეები, რომელთა დანაშაულის, ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენაზე უარს გვეუბნებიან, რადგან ასეთი მტკიცებულება უბრალოდ არა აქვთ.

ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ დასანქცირებული მოსამართლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია, თუმცა, წინა ელჩმა, კელი დეგნანმა ამრეზით გვიპასუხა - ინფორმაცია ღია წყაროებში მოიძიეთო. ეს არაავთენტური, მაგრამ კოორდინირებული შეტევა ქართულ სასამართლოზე გრძელდება, თუმცა, პატივცემულ მილერს და ქართული სასამართლოს „დაუძინებელ მეგობრებს“ ავიწყდებათ, რომ მათ ქვეყანაში ამ ინსტიტუციის მიმართ ნდობა მინიმალურია, რასაც მათ მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს. ამ ფონზე, ქართული სასამართლო ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს და 2012 წლის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად გაჯანსაღებულია. ამ ყველაფერმა ერთი ქართული გამონათქვამი გამახსენა - „სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის თვალში ბეწვს ამჩნევენ, ხოლო საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ“, -წერს სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია