კახა კალაძე - ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პროვოკაციული სიტუაციები შექმნან - ვინც ინიციატორები არიან, რომ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანონ, გაიპარებიან და გაიძურწებიან ხოლმე აქციიდან

ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პროვოკაციული სიტუაციები შექმნან - ვინც ინიციატორები არიან, რომ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანონ, გაიპარებიან და გაიძურწებიან ხოლმე აქციიდან, ვერავინ ხედავს მათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გიორგი ქადაგიძის მოწოდებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილებს პარლამენტისთვის წრის დარტყმისკენ მოუწოდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, არავინ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს მიღმა იქნება, სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს კანონის ფარგლებში მოუწევს რეაგირება.

„სამწუხაროდ, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შექმნან პროვოკაციული სიტუაციები. ჩვენ, არაერთი ფაქტის მომსწრენი ვართ, როდესაც ხდებოდა ამ ტიპის განცხადებები, შემდეგ ისინი, ვინც ინიციატორები არიან, რომ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანონ, გაიპარებიან და გაიძურწებიან ხოლმე აქციიდან, ვერავინ ხედავს მათ.

მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ამ ქვეყანაში გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება დაცულია, ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს, მათ შორის, აქციით. ეს უნდა გავაკეთოთ კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად, არავინ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს მიღმა იქნება, სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს მოუწევს რეაგირება კანონის ფარგლებში“,- აღნიშნა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება