შალვა პაპუაშვილი - გასულ წელს, კანონპროექტის გაწვევის მთავარი მიზეზი იყო შეთანხმება, დაფინანსების გასაჯაროებაზე - ვცადეთ, ნებაყოფლობით საფუძველზე დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, თუმცა, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მდგომარეობა გაუარესდა

გასულ წელს აღნიშნული კანონპროექტის გაწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმაზე შეთანხმება და იმის გააზრება, რომ ქართული და უცხოური ორგანიზაციები პროაქტიულად გაასაჯაროებდნენ ინფორმაციას თავიანთ დაფინანსებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიქაელ ო’ფლაჰერთის საპასუხო წერილში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მათი მცდელობის მიუხედავად, რომ დონორებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს პროაქტიულად გაესაჯაროებინათ ინფორმაცია თავიანთი დაფინანსების შესახებ, უშედეგოდ დასრულდა, რამაც კანონის ინიცირება გამოიწვია.

„ვცადეთ, ნებაყოფლობით საფუძველზე მთავარ დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, თუმცა, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მდგომარეობა გაუარესდა. საქართველოში სამწუხარო რეალობაა, რომ ზოგიერთი არაკომერციული ორგანიზაცია აგრძელებს გამჭვირვალობის მოთხოვნებისთვის გვერდის ავლას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების პროცესებზე ფარულ ზეგავლენას.

ჩვენ ღია ვართ ინკლუზიური და არსებითი დისკუსიებისთვის, რა დროსაც შეგვეძლება არგუმენტებიდან ღირებული დასკვნების გამოტანა და არა უსაგნო იარლიყების სროლა. აგრეთვე, გარწმუნებთ, საკანონმდებლო პროცესი რამდენიმე კვირის მანძილზე ჩვეულებრივი პროცედურით წარიმართება. უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ კანონის კონკრეტული შინაარსი საპარლამენტო დისკუსიების საფუძველზე გამოიკვეთოს.

საჯარო პოლიტიკის წარმოებაში ჩართული ორგანიზაციების გამჭვირვალობა ყოველთვის კარგია. იგი მხოლოდ განამტკიცებს საქართველოს დემოკრატიულ ფუნდამენტს. აღნიშნული კანონპროექტი არათუ უბრალოდ სასურველი, არამედ აუცილებელია გამჭვირვალობის და ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების პროცესების ღიაობის გაზრდისთვის,- წერს შალვა პაპუაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება