ბაჩო დოლიძე - რატომ უნდა დავაყენოთ სასწორზე „ქართული ოცნების“ „ხუშტური“ და ჩვენი შვილების მომავალი?! - ვიმსახურებთ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებას, არ გვინდა რუსული გუბერნია

რატომ უნდა დავაყენოთ სასწორზე „ქართული ოცნების“ „ხუშტური“ და ჩვენი შვილების მომავალი?! - ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქციებით თუ არჩევნების შედეგებით, ქართველი ხალხი ხელისუფლებას პასუხს აუცილებლად გასცემს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა.

„ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს, ჩვენ გვინდა ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება, ამის შესაძლებლობა გაჩნდა. შესაბამისად, ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ დაბრკოლებაა, ჩვენი მეგობრები ამას არ მალავენ, თუ გინდათ ევროკავშირში, ასეთი ტიპის რუსული კანონებით ევროკავშირში შესვლა გაგიჭირდებათ. რატომ უნდა დავაყენოთ სასწორზე „ქართული ოცნების“ „ხუშტური“ და ჩვენი შვილების მომავალი?! კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი შვილების მომავლისთვისაც ვდგავართ აქ და ვიდგებით. ეს პროტესტი გაგრძელდება, როგორი ფორმით, ამას არ აქვს მნიშვნელობა. დღესაც რომ მიიღონ ეს კანონი, აქცია იქნება თუ არჩევნების დღე, პასუხი გაეცემა. ძალიან მტკიცეა ჩვენი საზოგადოების პოზიცია, რომ ვიმსახურებთ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებას და არ გვინდა რუსული გუბერნია, ხომ არ შეიძლება თავს გვახვევდნენ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა გზით. რამდენჯერ თქვეს, რომ არ აპირებდნენ აღნიშნული კანონპროექტის განხილვას, რატომ შემოაგდეს ისევ?! - იმიტომ, რომ კონკრეტული დირექტივა აქვთ თავიანთი რუსი კურატორებისგან, ეს არის აქ მთავარი ამოცანა”, - განაცხადა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია