პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატების პოლიტიკური გამოსვლები მიმდინარეობს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატების პოლიტიკური გამოსვლები მიმდინარეობს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ „ეს კანონი ასამარებს საქართველოს ევროპულ არჩევანს“.

ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლის პარალელურად მას უმრავლესობის წევრებმა სხვადასხვა რეპლიკით მიმართეს, მათ შორის დიმიტრი სამხარაძემ მას „მონა“ და „ქათამი“ უწოდა, რაზეც ვაშაძემ უთხრა, რომ სწორედ ესაა მათი სახე.

„ნაბიჭვარი ეს. ახლა გაახსენდა ქართველი ხალხი? რომ აწამებდი, ბიჭო? მაშინ რატომ არ გახსოვდა ხალხი? გადაგაყლაპებ მაგ მიკროფონს, მონა ეს. ქათამი“,- განაცხადა დიმიტრი სამხარაძემ.

გიორგი ვაშაძეს ასევე უმრავლესობის დეპუტატი დაჩი ბერაიაც დაუპირისპირდა, რომელმაც ოპოზიციის მისამართით თქვა, რომ არაკაცები არიან.

„ვერცერთი წინადადება ვერ თქვით, რატომ ეძახით ამ კანონპროექტს რუსულს. დეზინფორმატორები ხართ, ქვეყნის არევას ცდილობთ. ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობთ, თქვე არაკაცებო“,- განაცხადა დაჩი ბერაიამ.

ვაშაძეს მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმაც და „ფარჩაკი“ უწოდა.

„ერთი არგუმენტი არ მოგიტანიათ. რუსი კი არა, რუსიც ხარ და ფარჩაკიც. რუსი მდგმურები სახლში მოიკითხე“,- უთხრა ღუდუშაურმა გიორგი ვაშაძეს.

გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრების მხრიდან გაკეთებული რეპლიკების გამო მანდატურებს მათი გაყვანისკენ მოუწოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება