პეტრე ცისკარიშვილი - „ქართული ოცნების“ და კრემლის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ ორივეს წინ უნდა აღვუდგეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ და ახლა უკვე საბოლოოდ უკან გაიწვიონ „რუსული კანონი“

2023 წლის მარტში ჩვენ მივაღწიეთ შედეგს, რუსულ რეჟიმს მოუწია კანონის უკან გაწვევა. „ქართული ოცნების“ და კრემლის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ ჩვენ, მათ ორივეს წინ უნდა აღვუდგეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ და ახლა უკვე საბოლოოდ უკან გაიწვიონ „რუსული კანონი“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდა აწყობს სწორედ ისეთი კანონებისა და რეგულაციების მიღება, „როგორიც არის რუსეთში, ბელარუსში, ყირგიზეთში და სხვაგან, ანუ იმ ზონაში, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს“.

„2023 წლის მარტში ჩვენ მივაღწიეთ შედეგს, რუსულ რეჟიმს მოუწია კანონის უკან გაწვევა. მაგრამ ამ გაზაფხულზე უკან შემოაბრუნეს ისევ, თავისას არ იშლიან. ერთი მხრივ, აქვთ კრემლიდან დავალება, მეორე მხრივ, არც მათ აწყობთ ევროპული ღირებულებები და ის ფასეულობები, რითაც ევროპა ცხოვრობს, რაც ევროკავშირში არის გავრცელებული - დემოკრატიული ინსტიტუციების კონსოლიდაცია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური პატიმრები რომ არ არსებობდნენ, ეკონომიკურ ბაზარზე ღია და თავისუფალი კონკურენცია და კანონის წინაშე ყველა თანასწორი რომ იყოს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, ფარცხალაძეები და სხვები. ეს არის ევროპული ღირებულებები, ამ ფასეულობების ერთგული ნამდვილად არ არის ეს რეჟიმი, ამიტომ მათ აწყობთ რუსულ ჭაობში დარჩენა, აწყობთ სწორედ ისეთი კანონების, რეგულაციების მიღება და ისეთი ჩარჩოს შექმნა, როგორიც არის რუსეთში, ბელარუსში, ყირგიზეთში და სხვაგან, ანუ იმ ზონაში, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს. მათი და კრემლის გადმოსახედიდან, ამით ცდილობენ, რომ საკუთარი გეოგრაფიული საზღვრები მოხაზონ და ყველას ანახონ, რომ ეს არის მათი გავლენის სფერო. ასე ემთხვევა „ოცნების“ და კრემლის ინტერესები ერთმანეთს, ამიტომ ჩვენ მათ ორივეს წინ უნდა აღვუდგეთ, ქართველი ხალხი, აქ რუსთაველზე, დღეს, ხვალ, რამდენი დღეც იქნება საჭირო, იმისათვის რომ კიდევ ერთხელ და ახლა უკვე საბოლოოდ უკან გაიწვიონ „რუსული კანონი!“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო