ანალენა ბერბოკი ისრაელში ჩადის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს ისრაელში გაემგზავრება, რათა რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილების საკითხი განიხილოს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბერბოკმა ბერლინში, იორდანიელ კოლეგასთან, აიმან საფადისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ჩვენთვის, როგორც გერმანიის ფედერალური მთავრობისთვის, ამ მყიფე დროში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რათა ხელი შევუწყოთ დეესკალაციას მთელი რეგიონისთვის“, - აღნიშნა ბერბოკმა.

თავის მხრივ, საფადიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ირანთან დაპირისპირებით ღაზაში არსებული ვითარებიდან ყურადღება გადაიტანოს, სადაც ისრაელი ექვსი თვის განმავლობაში ახორციელებს სამხედრო ოპერაციას და სადაც, ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, 33 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს