ირანის პრეზიდენტი - ირანს ესკალაცია არ სურს

ირანს ესკალაცია არ სურს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმერ პუტინსა და ებრაჰიმ რაისს შორის სატელეფონო საუბარი ირანის ინიციატივით გაიმართა.

„ებრაჰიმ რაისმა აღნიშნა, რომ ირანის ქმედებები შეზღუდული ხასიათის იყო. ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი დაძაბულობის შემდგომი ესკალაციით დაინტერესებული არ არის“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა მხარე თავშეკავებას გამოიჩენს და დაპირისპირების ახალ რაუნდს არ დაუშვებს, რასაც შესაძლოა მთელი რეგიონისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება