ანრი ოხანაშვილი - საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება: „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“, კონკრეტული ორგანიზაციების სახელით, მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციების დონორები არიან “NED“ და  “EED”

საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, წახალისება, რომ - „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს სიტყვით გამოსვლისას მიმართა.

„პატივცემულო ოპოზიციონერო დეპუტატებო თქვენთვის ცნობილია, რომ არსებობს ასეთი მოძრაობა „სირცხვილია“, არსებობს მოძრაობა „დროა“ და „სირცხვილიას“ ეკუთვნის ფრაზა: „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“. თქვენს რიგებში არის ხალხი, რომლებიც წარმოადგენდნენ კონკრეტულ ძალოვან უწყებებს და საინტერესოა, ეს რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, წახალისება, რომ - „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით და მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს ვებგვერდზე განთავსებული აქვთ, რომ მათი დონორები არიან “NED“, “EED”, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „ჰელსინკის ფონდი“, და აი ამ ფინანსების შესახებ, რაც არ უდევს არაფერი ამ ორგანიზაციებს, უნდა იცოდეს თუ არა ჩვენმა საზოგადოებამ“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს