გიორგი ვაშაძე მდინარაძეს - ბატონო მამუკა, ამდენი ტყუილი რად გიღირთ? - ვინ დაგავალათ ასეთმა, რას აკეთებთ, რა გაქვთ ამისთანა ვალი? - ჩვენ გადაგიხდით

ბატონო მამუკა, ამდენი ტყუილი რად გიღირთ? თავიდან ბოლომდე ტყუილია ყველაფერი, - ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ეუბნება, რომ ამ კანონს მათთან საერთო არაფერი აქვს და მხოლოდ რუსები იწონებენ.

„ერთი რამ მართლა არ მესმის. ბატონო მამუკა, ამდენი ტყუილი რად გიღირთ? თავიდან ბოლომდე ტყუილია ყველაფერი. როცა შენი ყველა მეგობარი გეუბნება, რომ ამ კანონით შენი ადგილი არ არის ჩვენს სამეგობროში და შენი მტერი, დუგინის სახით, გეუბნება, რომ „ყოჩაღ ბიჭებო, აქეთ იხსნება თქვენი გზა“, აი, ეგ არის არჩევანი, რასაც აკეთებთ, მამუკა. ამიტომაა ეს კანონი რუსული. საფრანგეთის ელჩი გეუბნება, რომ არაფერი ფრანგული ამ კანონს არ აქვს. ამერიკის ელჩი გეუბნება, რომ არაფერი ამერიკული ამას არ აქვს, ბრიტანეთის ელჩი გეუბნება, რომ არაფერი ბრიტანული ამას არ სცხია, ბრიუსელი გეუბნება, ქართველი ხალხი გეუბნება, რომ არაფერი ქართული ამ კანონს არ აქვს. რა გინდათ, გამაგებინეთ, ხალხო. ვინ დაგავალათ ასეთმა, რას აკეთებთ ასეთს? რა გაქვთ ამისთანა ვალი, ბიჭო, ჩვენ გადაგიხდით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე