დევი ჭანკოტაძე - ჩემი, როგორც ადამიანის, სამხედროს, გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი, გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს - ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ძალიან ცუდად დამთავრდება

ჩემი, როგორც სამხედროს რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი, ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

დევი ჭანკოტაძის თქმით, საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, პროცესები ძალიან ცუდად დამთავრდება.

„ჩვენი ძალოვანი ვეტერანები, ყველა არის ამ კანონის წინააღმდეგი იმიტომ, რომ მთლიანად რუსული კანონია.

ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც სამხედროს, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს, ბატონო მამუკა. ვაფრთხილებ ვინც არიან აქ, უმრავლესობას, ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. გაიტანეთ ეს კანონი“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს