იაგო ხვიჩია - სიგიჟეა, რაც ხდება - პარლამენტის წევრს არ მიშვებენ პარლამენტში - გიჟებივით, პარლამენტს იცავენ პარლამენტის წევრისგან

სიგიჟეა, რაც ხდება - პარლამენტის წევრს არ მიშვებენ პარლამენტში - ეს არ “მოსულა”, - ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, ისინი, ვინც მას პარლამენტში არ უშვებენ, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან.

“სიგიჟეა, რაც ხდება - პარლამენტის წევრს არ მიშვებენ პარლამენტში. ვდგავარ და ველოდები, რომ შემიშვან. ეს ადამიანები შინაარსობრივად სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. ამაზე სკანდალური ვერაფერი მოხდება. ოთახში უნდა ავიდე, გასაღები მაქვს ასაღები. უბრალოდ, გიჟებივით, პარლამენტს იცავენ პარლამენტის წევრისგან. ეს აჩვენებს იმას, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ისინი ამას ბედავენ. ჩემი მხრიდან ყველას მიმართ პატივისცემისა, ეს არ “მოსულა”. რაღაც მისტიური საფრთხისგან იცავ პარლამენტს - ჩემგან იცავ? მე ქართველმა ხალხმა შემიშვა აქ. ეს არის ჩემი აზრით, მთავარი ამბავი, რაც დანარჩენ სიგიჟეს განაპირობებს. ცხადია, ამას მოაწყობენ, აბა რას იზამენ?! ბოლოს, ცოტა ხანში პაპუაშვილთან დავრეკავ, რომ პარლამენტში შემიშვან”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ოპოზიციას ერთობლივი გეგმა პროტესტთან დაკავშირებით, ხვიჩია ამბობს, რომ ამ თემაზე კოლეგებთან არ უსაუბრია.

“ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან არ მიკონტაქტია. არ ვიცი, რას აპირებენ. მე ვაპირებ, ხვალ მოვიდე ჩვეულებრივ და პარლამენტის სხდომაში მივიღო მონაწილეობა”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ