მეთიუ მილერი - გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო - რაც შეეხება შესაძლო ნაბიჯებს: წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ

გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო - წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

“ამ კანონპროექტთან დაკავშირებით: ის ჯერ კიდევ კანონპროექტად რჩება. ადრე, როდესაც ეს კანონპროექტი იყო წარდგენილი, ვნახეთ, რომ მან საკმაოდ წინ წაიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში კანონად არ იქცა. ასე რომ, არა მგონია, რომ ამ მომენტში პროგნოზირება შეგვეძლოს, თუ რა მოხდება, მაგრამ გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო.

რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ადგილას მსოფლიოში, რა თქმა უნდა, აშშ მხარს უჭერს მსოფლიოში ყველას გამოხატვის თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას…

რაც შეეხება [აშშ-ის] შესაძლო ნაბიჯებს, წინასწარ არაფერს განვიხილავ, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ - ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ”, - განაცხადა მილერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს