რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - პარლამენტის მიმდებარედ კვლავ რჩება დემონსტრანტთა ნაწილი

რუსთაველის გამზირზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესო აქცია მიმდინარეობდა, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამასთან, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება.

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ორი დღეა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, პარლამენტთან დღეს გამართულ აქციაზე სამართალდამცველების მიერ 11 პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი 17 აპრილს, 12:00 საათიდან, ისევ განახლდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება