შალვა პაპუაშვილი - პარლამენტი ქართველმა ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ მიიღოს ქართული კანონები და ეს პარლამენტი იღებს ამ კანონებს - როცა უკრძალავენ მას და არგუმენტების გარეშე მიუთითებენ რა მიიღოს და რა არა, ეს არასწორია

პარლამენტი ქართველმა ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ მიიღოს ქართული კანონები და ეს პარლამენტი იღებს ამ კანონებს. როდესაც უკრძალავენ მას და არგუმენტების გარეშე მიუთითებენ რა მიიღოს და რა არა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ქართველი ხალხის წარმომადგენელი არის საქართველოს პარლამენტი და „დღეს რასაც ვხედავთ ზოგიერთი რადიკალი ჯგუფისგან, მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორისგან, ეს არის მცდელობა, რომ აუკრძალონ პარლამენტს შეასრულოს თავისი საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება“.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ არის მცდელობა დაიბლოკოს ყველანაირი მსჯელობა. ნაცვლად მსჯელობისა, ჩვენ ვხედავთ სლოგანებს და არის სურვილი, რომ ყვირილით ჩაახშონ მსჯელობა. ეს არის დოგმატიზმის ყველაზე ცხადი მაგალითი, როდესაც არგუმენტი არის ერთადერთი, რომ უცხოეთიდან გვითხრეს „არა“. ნიშანდობლივია, გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა პლებისციტი ჩავატაროთო და ვკითხე კიდევაც ხაბეიშვილს, რომ რა გამოდის, თუ პლებისციტით ხალხი მიემხრობა კანონს, მაშინ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს რას ეუბნებიან უცხოეთიდან? ეს არ ყოფილა მაშინ ამოსავალი წერტილი. მე ის მიკვირს, როდესაც პარლამენტის წევრები ასეთ დამოკიდებულებაში არიან ხალხის მანდატთან. ისინი არიან ხალხის წარმომადგენლები - ოპოზიციაც და უმრავლესობაც. ხალხის წარმომადგენელი არის საქართველოს პარლამენტი და დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ ზოგიერთი რადიკალი ჯგუფისგან, მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორისგან, ეს არის მცდელობა, რომ აუკრძალონ პარლამენტს შეასრულოს თავისი საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. პარლამენტი ქართველმა ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ მიიღოს ქართული კანონები და ეს პარლამენტი იღებს ამ კანონებს. როდესაც უკრძალავენ მას და არგუმენტების გარეშე მიუთითებენ რა მიიღოს და რა არა, ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება