ნიკა მელია - ეროვნულ მუხტს ვერ ჩაახშობს ვერავინ, ვერც ივანიშვილი, ვერც კალაძე, ვერც მდინარაძე და ვერც ერთი ვიგინდარა, ვინც ცდილობს, რომ რუსული კანონი შეასაღოს ქართულ საზოგადოებას - ეს გამორიცხულია!

ამ ეროვნულ მუხტს ვერ ჩაახშობს ვერავინ, ვერც ივანიშვილი და ვერც კალაძე და ვერც ერთი ვიგინდარა, ვინც ცდილობს, რომ რუსული კანონი შეასაღოს ქართული საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილს, როგორც ეროვნული კანონის სხვადასხვა ნორმა. გამორიცხულია ეს, გამორიცხული! - ივანიშვილის ძალიან კარგად მესმის, ის არის გაჯიუტებული საკუთარ შეცდომებში, მას უკან დასახევი არ აქვს, - ამის შესახებ “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, როდესაც ისაუბრა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე.

მელიას თქმით, საზოგადოების რეაქცია არის სახალხო მოძრაობა რუსების წინააღმდეგ.

“ეს არის შენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის, ევროპული და ეროვნული იდეის განხორციელების შანსის შენარჩუნების ბრძოლა მშვიდობიანად, ძალიან განსხვავებული ადამიანების მიერ, ასევე იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, საკუთარი ბედის, მომავლის განმსაზღვრელი არის ხალხი და არა ივანიშვილი და არა კალაძე და არა მდინარაძე და არა არცერთი რუსი მოსკოვში. ამ პროცესს ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს სხვადასხვანაირად, მაგრამ მოსკოვი, რას გულშემატკივრობს, ამ დროს? ამ პროცესში მოსკოვი ხალხს ხომ არ გულშემატკივრობს? გულშემატკივრობს “ქართულ ოცნებას” და ამ კანონპროექტის კანონად ქცევას. შესაბამისად, გასაგებია, რომ ეს კანონი, თავიდან ბოლომდე, თავისი სულისკვეთებით და მიზნით არის რუსული”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ იქნება განეიტრალებული სახელმწიფოებრივი საფრთხე.

“სახელმწიფოებრივი საფრთხე, დიახაც, არის ძალიან რეალური, როდესაც ამ კანონპროექტის კანონად ქცევა სურს რუსულ ხელისუფლებას და შემდეგ უნდა, რომ ამ კანონის აღსრულების ძალა შეეხოს და გავრცელდეს ყველაზე, ამიტომ, ბუნებრივია, სამოქალაქო, ეროვნული წინააღმდეგობა, მშვიდობიანი მოძრაობა, რასაც თვალყურს ვადევნებთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, გაგრძელდება. რაც არ უნდა ეცადოს რუსული ხელისუფლება, რუსული სპეცრაზმი, რაც გუშინ ვნახეთ, "ტეხასური ჟლეტა" აუტეხოს ბავშვებს, ქალებს ან კაცებს, განსხვავებულ ადამიანებს, რომლებსაც ერთადერთი მიზანი - პატრიოტიზმი ახასიათებთ, ამ ეროვნულ მუხტს ვერ ჩაახშობს ვერავინ, ვერც ივანიშვილი და ვერც კალაძე და ვერცერთი ვიგინდარა, ვინც ცდილობს, რომ რუსული კანონი შეასაღოს ქართული საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილს, როგორც ეროვნული კანონის სხვადასხვა ნორმები. გამორიცხულია ეს, გამორიცხული! რაც უფრო ადრე გაიგებს ივანიშვილი ამას, მისთვის უკეთესი, მაგრამ მისი ძალიან კარგად მესმის, ის არის გაჯიუტებული საკუთარ შეცდომებში, მას უკან დასახევი არ აქვს. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კანონპროექტი არ აღსრულდეს, მიღებული არ იქნეს და რაც მთავარია, ძალიან მშვიდობიანად დემოკრატიულმა ძალებმა ჩაანაცვლონ ეს რუსული ხელისუფლება, აბსოლუტურად მშვიდობიანად და მშვიდობიანობას უზრუნველყოფს, როგორც არასდროს, ხალხმრავალი საპროტესტო მშვიდობიანი გამოსვლები”, - განაცხადა მელიამ.

ისრაელის ელჩი - ამ მომენტში ორი ფრონტი გვაქვს, თუმცა ომის გაფართოების შესაძლებლობა არსებობს
მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ
მარინა ჩიტაშვილი - კანონის მიღების შემდეგ არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო მარათონს კი სხვა ტაქტიკა სჭირდება, არჩევნებში სპრინტერის ტაქტიკით ვერ ირბენ, სტაერის ტაქტიკა სჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო - სულ მალე საქართველოში
კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!
„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს
გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა
„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ - გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე