სახალხო დამცველმა თბილისის პოლიციის სამმართველოში მოთავსებული დაკავებულებიც მოინახულა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თბილისის პოლიციის სამმართველოში მოთავსებული დაკავებულებიც მოინახულა.

ომბუდსმენის თქმით, აღნიშნულ იზოლატორში რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე გუშინ და გუშინ წინ დაკავებული 18 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის, პოლიტიკოსები.

იოსელიანის განცხადებით, რამდენიმე მათგანი ფიზიკურ დაზიანებაზე მიუთითებს, მათ შორის, „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე.

„ყველა დაკავებული მოვინახულე. მთლიანობაში არის 18 პირი. რამდენიმე მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებაზე, რომელიც აქ იმყოფება და რომელიც ამბობს, რომ დაკავებისას ისიც იყო ფიზიკური ზემოქმედების მსხვერპლი. ვინც მე მოვინახულე, აქედან ერთ ადამიანს ცხადად ეტყობა სახეზე [დაზიანება] და ერთს ცხადად ეტყობა კისერზე. დეტალურად მე არ დამითვალიერებია. ზოგი ამბობს, რომ ტანზე აქვს [დაზიანება]”, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, მანამდე, სახალხო დამცველმა ავჭალის იზოლატორში მოთავსებულები 6 ადამიანი მოინახულა, რომელთაგან მისი თქმით, 2 ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. ომბუდსმენის განცხადებით, ერთ დაკავებულს დაზიანებები სახის არეში ეტყობა, მეორეს კი დაზიანებები არ აღენიშნება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს