შალვა პაპუაშვილი დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე - აბსოლუტურად დაუშვებელია განსაკუთრებით სამხედროს მხრიდან ასეთი სახის განცხადებები

დაუშვებელია განსაკუთრებით სამხედროს მხრიდან ასეთი სახის განცხადებები, გუშინ იყო მშვიდობიანი აქცია, თუმცა იქ იყვნენ ჯგუფები, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირ ამოცანა, რომ პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნენ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომ „ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს აქციაზე, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჭანკოტაძის განცხადება იყო წამოცდენა, რომელიც მიანიშნებდა, თუ ვისგან შეიძლება, მოდიოდეს აგრესია. მისი თქმით, ძალადობისკენ აქციის მონაწილეებს ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მოუწოდებდნენ.

,,რას ნიშნავს, რაღაც მოხდეს? საღამოს მენიშნა, რაც ხდებოდა საბოლოო ჯამში. გუშინ ვნახეთ, რომ იყო მშვიდობიანი აქცია, პოლიცია შესაბამისად იცავდა ამ აქციის უსაფრთხოებასაც, ყველაფერი მიდიოდა ისე, როგორც ქართულ საპროტესტო მოძრაობებს ეკადრება ხოლმე. და იყვნენ იქ ჯგუფები, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირ ამოცანა, რომ პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნენ და ვნახეთ, რაც გააკეთეს საბოლოო ჯამში - პიკეტირება. იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იყვნენ, ვინც ლიდერობდა ამ აქციას. ისინი რომ ხედავენ, რომ არის საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი აქცია, იმ წამსვე გადადიან მოწოდებაზე, რომ მოხდეს ალყის დარტყმა, პიკეტირება, პირდაპირ ძალადობისკენ წასვლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ მიუთითა, რომ მათი პასუხისმგებლობა არის, რომ პარლამენტის საქმიანობა უზრუნველყონ. ამიტომ აქცია აქციად, პარლამენტის საქმიანობა - პარლამენტის საქმიანობად - ერთი მეორეს ხელს არ უშლიდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება