შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - მთავარი, რაზეც რეაქციაა უმრავლესობის მხრიდან ისაა, რომ როგორც კი ამბობთ, ეს კანონი რუსულია, რატომ არისო, კითხვაა - იქნებ უპასუხოთ, რატომ? - გამოდის, დოგმაა, როდესაც კითხვაზე პასუხი არ გაქვთ

კოლეგებო, ოპოზიციიდან: მთავარი, რაზეც რეაქცია არის ხოლმე [უმრავლესობის მხრიდან] ისაა, რომ როგორც კი ამბობთ, რუსულია, რატომ არისო, კითხვაა - იქნებ უპასუხოთ, რატომ? - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, როდესაც ოპოზიციის წევრებს კითხვაზე, რატომ, პასუხი არ აქვთ, ნიშნავს, რომ დოგმებით საუბრობენ.

„ის, რომ ვიღაცამ თქვა, არგუმენტი არაა. ეს არის დოგმა. თუ რწმენის საკითხი გაქვთ, არ ვიცი, ეგ არგუმენტი არ არის. კითხვა „რატომ“, არის ყველაზე კარგი ტესტი იმისთვის, რომ გაარკვიოთ, რომ ადამიანი ლაპარაკობს არა არგუმენტით, არამედ დოგმებით. გამოდის, რომ დოგმაა, როდესაც კითხვაზე რატომ, პასუხი არ გაქვთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვით განახლდა. განხილვა პირველი მოსმენით, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ, კენჭისყრა ჩატარდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება