თინა ბოკუჩავა „ოცნებას“ - თქვენ ღალატობთ ახალგაზრდებს აქ და ახლა! - როცა თქვენი შვილების მომავალი უზრუნველყოფილია ევროპასა და ამერიკაში, მოქალაქეთა უმრავლესობის შვილებს ევროპული მომავლის დაცვა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უწევთ

როგორ შეიძლება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობდეს, რომ ეს კანონი რუსულია და მდინარაძე ამტკიცებდეს, რომ ევროპულია! - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვერასდროს მოახერხებს „ივანიშვილი, რომ გაარუსოს ჩვენი ქვეყანა“.

„რატომ ვციტირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს?! იმიტომ, რომ მამუკა მდინარაძე წარუმატებლად ცდილობდა მათი სიტყვების გამოყენებით, პროპაგანდით დაერწმუნებინა საზოგადოება, თითქოს ეს კანონი ამერიკულია, ევროპულია. როგორ შეიძლება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობდეს, რომ ეს კანონი რუსულია და მდინარაძე ამტკიცებდეს, რომ ევროპულია! როგორ შეიძლება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობდეს, რომ ეს კანონი რუსულია და მდინარაძე ამტკიცებდეს, რომ ეს კანონი არ არის რუსული და ამერიკულია! საქართველოს მოქალაქეები ერთად დგანან! ყველა ამბობს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. ამას ამბობს მათ შორის ჩვენთვის საამაყო, ეროვნული სიხარულის მომტანი ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ბუდუ ზივზივაძე. საქართველოს გზა ევროპაშია“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის შვილებს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უწევთ საკუთარი ევროპული მომავლის დაცვა.

„ყველაზე მეტად დღეს და ახლა თქვენ ღალატობთ ახალგაზრდებს, რომელთაც გუშინ სცემდით, ჩიხებში, ქუჩებში დასდევდით. წაქცეულებს წიხლებს ურტყამდით, გოგოებს აგინებდით, იარაღით დასდევდით. ყველაზე მეტად, დღეს, აქ და ახლა ამ ახალგაზრდებს ღალატობთ, საკუთარ შვილებს და შვილების ევროპულ მომავალს ღალატობთ. როდესაც თქვენი შვილების მომავალი უზრუნველყოფილია ევროპასა და ამერიკაში, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის შვილებს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უწევთ საკუთარი ევროპული მომავლის დაცვა. მაინც დაიცავენ, მაინც დავიცავთ, მაინც მოგიწევთ რუსული კანონის გატანა! საქართველოს ადგილი ევროპაშია!“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვით განახლდა. განხილვა პირველი მოსმენით, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ, კენჭისყრა ჩატარდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება