სოზარ სუბარი ოპოზიციას - ამ კანონს მივიღებთ, ეს არის ევროპული! - იყვირეთ, იყვირეთ, ეგ არის თქვენი დავალება, კი, ბატონო!

ამ კანონს მივიღებთ, ეს არის ევროპული! - იყვირეთ, იყვირეთ, ეგ არის თქვენი დავალება, კი, ბატონო! - ასე მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კენჭისყრა იგეგმება.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ „თუ ხმამაღლა იხავლებენ, კანონპროექტის შინაარსს გადაფარავენ, მაგრამ ვერ გადაფარავენ“.

სოზარ სუბარს სიტყვით გამოსვლა ხმაურის ფონზე მოუწია. ოპოზიციონერი დეპუტატები სკანდირებდნენ - „არა რუსულ კანონს!“

„ყველაფერზე ლაპარაკობენ კანონის გარდა და ჰგონიათ, რომ თუ ხმამაღლა იხავლებენ, ამით გადაფარავენ შინაარსს, მაგრამ ვერ გადაფარავთ. საქართველო არის ევროპაში. იყვირეთ, იყვირეთ, ეგ არის თქვენი დავალება. კი, ბატონო!

ძალიან კარგად გვახსოვს ამ პარლამენტის წინ მოკლული 2 ადამიანი, რომლებიც შემოდეს მაღაზიის თავზე, ხოლო შემდეგ ერთ-ერთის მეუღლეს უთხრეს, თუ ხმას ამოიღებ შენს მოკლულ ქმარზე, შენს შვილს, რომელიც ციხეშია, მოვკლავთ და იმასაც სახლში მოგისვენებთო. ხმა ვერ ამოიღო იმ დედამ. აი, ესა ხართ თქვენ! ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ადამიანებს კლავენ და შემდეგ მაღაზიის თავზე დებენ! ძალიან კარგად გვახსოვს თქვენი ლიდერი, თქვენი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი როგორ ითხოვდა ორ გვამს და შემდეგ შეუსრულეს!,“ - განაცხადა სუბარმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება