ორბელიანების სასახლეში უცხოელი დიპლომატები იკრიბებიან

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად, პარტნიორი ქვეყნების ელჩები მიდიან.

ორბელიანების სასახლეში საქართველოში ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები უკვე მივიდნენ.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, 14 საათზე დაიწყება.

განსახილველი საკითხი სავარაუდოდ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტსა და ინიციატივის საპროტესტოდ თბილისში განვითარებულ მოვლენებს შეეხება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს