ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - ნუ წამოაჩენთ ისე, რომ ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს თქვენი მომხრეები წყვეტენ! ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს იცოდეს, რა თანხები შემოდის და როგორ იხარჯება ის!

ნუ წამოაჩენთ ისე, რომ ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს თქვენი მომხრეები წყვეტენ! ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს იცოდეს, რა თანხები შემოდის და როგორ იხარჯება ის! - ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველი მოსმენით ამ კანონს მივიღებთ და ვიზრუნებთ, რომ ხალხს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციის მისამართით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილმა ოპოზიციის მიმართა, რომ “მათ მომხრეებსაც მოუსმენენ“ და აქვე აღნიშნა, რომ “სიმართლე ხალხის მხარეს არის“.

“ევროპაზე დღეს ის ხალხი საუბრობს, ვინც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საპირისპიროდ მოქმედებდა.

როგორ შეიძლება ხალხს “ნაციონალური მოძრაობის“ მორალით ელაპარაკოთ?! როგორ შეიძლება, რა უფლებით ლაპარაკობთ ან მედია თავისუფლებაზე ან ევროპაზე ! ომის დაწყებას გმირ ჯარისკაცებს აბრალებდით. რეზოლუციას, რომელიც არსებობს ვერ შეცვლით, მაგრამ შევძელით და სტრასბურგში ოკუპანტის წინააღმდეგ გამარჯვება მოვიპოვეთ. სვლას ამ გამარჯვებებით გავაგრძელებთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს