მამუკა მდინარაძე - სხვა ქვეყნის გავლენას ამცირებს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა და ჩვენ უცხოელებს ვკითხოთო - დღეს გამოვიდა მედვედევი, შეგვიქო - ანუ, რაც აწყობთ, ცეცხლზე ნავთი რომ დაასხან, ამას აკეთებენ

ნებისმიერი ქვეყნის გავლენას ამცირებს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა თავისი ქვეყნის შიგნით და ჩვენ უცხოელებს ვკითხოთო. დღეს გამოვიდა მედვედევი და შეგვიქო - გარედან ყველა ქვეყანა, რაც მუხტის აწევას სჭირდება, იმას აკეთებს, რუსებიც და სხვებიც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ვერცერთი ადამიანი ვერ ამბობს, რატომ არის კანონი ცუდი, ან რატომაა რუსული.

„ვერცერთი ჟურნალისტი, ვერცერთი მოქალაქე, გულწრფელი, არაგულწრფელი, ბუნებაში ვერცერთი ადამიანი ამ აზრის მომხრე თუ მოწინააღმდეგე, ვერცერთი ევროპელი პარტნიორი ვერ გვეუბნება, რატომ არის კანონი, რაც შავით თეთრზე წერია, ცუდი, ან რატომაა რუსული?! ვერ გვეუბნებიან, მაგრამ გვაძალებენ, ასე უნდა ქნათო. დააორგანიზებენ, მოატყუებენ 5,10,15 ათასს ან რაღაც რაოდენობის ადამიანს და გეუბნებიან, ეს არის ხალხი და შენ არ უნდა გადაწყვიტო. უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ და უცხოელებს ვკითხოთ, როგორ მოვიქცეთო. ნებისმიერი ქვეყნის გავლენას ამცირებს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა თავისი ქვეყნის შიგნით და ჩვენ უცხოელებს ვკითხოთო. დღეს გამოვიდა მედვედევი, შეგვიქო. ანუ, რაც აწყობთ, რაც სჭირდებათ, ცეცხლზე ნავთი რომ დაასხან, ამას აკეთებენ. ანუ ყველა ქვეყანა გარედან, რაც სჭირდება მუხტის აწევას, იმას აკეთებს. რუსებიც და სხვებიც. შეიძლება რთული მოსასმენი და აღსაქმელი იყოს, მაგრამ სიმართლე ესაა. საქართველოს გარდა, არავის აწყობს [კანონი]. „ფარა“ არავის აწყობს, გარდა ამერიკელებისა; ფრანგული კანონი, რომელშიც დაარტყეს რუსებს, ამერიკელებს, არავის აწყობს, გარდა ფრანგებისა; ევროკავშირი რომ მიიღებს მსგავს კანონმდებლობას, არავის აწყობს, გარდა ევროკავშირისა, ამ 27 ქვეყნისა; ავსტრალიის გარდა არავის აწყობს ავსტრალიაში მიღებული კანონი. საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელი გამოდის და ამბობს, ეს რუსული კანონიაო, ევროპაში რაცაა, იმ დირექტივაზე. რატომ? - ჯადოსნური სიტყვა გახდა. იმიტომ, რომ დუგინი იწონებს. დუგინი იმიტომ იწონებს, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხას. ოკუპანტის წარმომადგენელი პროპაგანდისტი გამოვიდა და ცეცხლზე ნავთი დაუსხა. ევროპელს არ მოსწონს, რუსს მოსწონს, რატომ? იმიტომ, რომ მუხტი აიწიოს და ვერ მიიღო შენს ქვეყანაში სუვერენული გადაწყვეტილება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ